Overview
Vet Doctor Jobs in Batumi, Georgia at GAF – Georgian Animals Federation
Title: Vet Doctor
Company: GAF – Georgian Animals Federation
Location: Batumi, Georgia
“GAF – საქართველოს ცხოველთა ფედერაცია” აცხადებს ვაკანსიას!
გიყვართ ცხოველები და გსურთ თქვენი ცოდნით ყოველდღიურად მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე იზრუნოთ?
თუ ვეტერინარული მედიცინა თქვენთვის მხოლოდ პროფესია კი არა, პასუხისმგებლობა და მოწოდებაა, გიწვევთ “საქართველოს ცხოველთა ფედერაციის” გუნდში. GAF ვეტერინალური კლინიკების ქსელი და კერძო ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს ვეტერინარულ მომსახურებას და ზრუნავს ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
ქალაქ ბათუმში ვეძებთ გამოცდილ ვეტ ექიმებს, რომლებიც გახდებიან ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრები და იზრუნებენ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.
პოზიცია: ვეტ ექიმი
ძირითადი მოთხოვნები:
– ვეტერინარად/ვეტ ექიმად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება – აუცილებელია
– პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
– ცხოველების მიმართ მზრუნველი და ჰუმანური დამოკიდებულება
– გუნდში მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
მდებარეობა: ტბელ აბუსერიძის 49, ბათუმი.
გრაფიკი: სრული, კვირაში 6 სამუშაო დღე – 19:00-03:00 (1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: 3000 ლარიდან, გამოცდილების მიხედვით.
თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც თითოეულ პაციენტს განსაკუთრებული ყურადღებითა და სიყვარულით ექცევიან და თქვენი პროფესიული ცოდნა რეალურად ცვლის ცხოველების ცხოვრებას, მოხარული ვიქნებით გაგიცნოთ.
დაგვიკავშირდით: +995 577 59 25 00
მოგვწერეთ და ჩაგვიგდეთ თქვენი CV/რეზიუმე : [email protected] და subject-ში მიუთითეთ ” ვეტ ექიმი – ბათუმი” ან Easy Apply ღილაკით გამოგვიგზავნეთ სივი.
შემოუერთდით GAF-ის გუნდს და ერთად ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.